logo
ENG



"ბევრი რამ არის სასწორზე, რადგან საქართველო გზაჯვარედინზეა" - შვედეთის დელეგაციის წევრი

08 მაი 202401:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/08/edr9v3romc4i0h3.jpg

საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩი დიანა იანსე შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს X-ზე განცხადებით ეხმაურება.

დიანა იანსე დელეგაციის წევრია, რომელიც დღეს შვედეთის საელჩოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა. შეხვედრას ესწრებოდა შვედეთის სახელმწიფო მინისტრი იოჰან ფორსელიც.

თავდასხმასთან დაკავშირებით დიანა იანსე ამბობს, რომ საქართველო გზაჯვარედინზე დგას და ბევრი რამ სასწორზეა. 

"დღეს შეხვედრების გრძელი დღე იყო თბილისში შვედეთის სახელმწიფო მინისტრთან იოჰან ფორსელთან ერთად. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ მონაწილეს თავს დაესხნენ საელჩოს გარეთ, როდესაც ის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, ეს თავისთავად ილუსტრირებაა. ბევრი რამ არის სასწორზე, რადგან საქართველო გზაჯვარედინზე დგას", - წერს ის.

შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათზე თავდამსხმელი რეზო ვაშაყმაძეა. 

ის შვედეთის საელჩოსთან კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხა, როდესაც კლდიაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

ვაშაყმაძემ კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ის მანქანით იმყოფებოდა და ხელში მინის ბოთლი ეჭირა. ვაშაყმაძე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეზო ვაშაყმაძე ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველია.


close დახურვა